ახალი ამბები

„ქართულ ოცნებას” კიდევ ერთმა გორელმა ბიზნესმენმა შესწირა თანხა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, გორელი ბიზნესმენების მიერ “ქართული ოცნებისთვის” გადარიცხული თანხები ყოველდღიურად იზრდება.

ამჯერად, მმართველ პარტიას თანხა ამირან წკრიალაშვილმა გადაურიცხა, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ორი კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

10 000 ლარი აწკარუნაშვილმა “ქართულ ოცნებას” 7 სექტემბერს გადაურიცხა.

შპს ინდასტრიალ გრუპი და პროდიუს ინვესტმენტ – ეს იმ ორი კომპანიის დასახელებაა, რომელსაც ამირან წკრიალაშვილი ფლობს. აღსანიშნავია, რომ მან პოლიტიკური პარტიისთვის შემოწირულობა პირველად განახორციელა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.