ახალი ამბები

მთავრობის წევრები გორში იმ კომპანიას ესტუმრებიან, რომელმაც პარტიას ფული ჩაურიცხა

14 სექტემბერს, 17:00 საათზე გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოფიციალური წარდგენა გაიმართება. მანამდე კი, მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “აგროქართლს” ეწვევა.

მთავრობის წევრები შპს “აგროქართლის” ბაღებს და სამაცივრე მეურნეობას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დაათვალიერებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ  “ქართულ ოცნებას” შემოწირულობის სახით, 10 000 ლარი გადაურიცხა. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში გადარიცხვა 30 აგვისტოს დაფიქსირდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.