ახალი ამბები

ხურვალეთის თავშესაფრის ბენეფიციარები სრულად ვაქცინირებულები არიან



გირის მუნიციპალიტეტის ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარი ,”სახლი საზღვრებს გარეშე” ბენეფიციარები და თანამშრომლები სრულად ვაქცინირებულები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია ავრცელებს.

“ჩვენი თავშესაფრის 15 ბენეფიციარი და 8 თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. მოხუცები აიცრნენ სინოფარმით ხოლო თანამშრომლები ფაიზერით. არცერთ მათგანს არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონია, ყველა კარგადაა”,
– ამბობს ლუდა სალია

ექიმების ტრანსპორტით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ უზრუნველყო.

დატოვეთ კომენტარი