ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გორი ჩემი დედულეთია

“გორი ჩემი დედულეთია” , – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ვიზიტისას განაცხადა.

“მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში. მე კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი და განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც. დავკარგეთ ასეულობით სოფელი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ბრძოლით მოგვიტანეს და შემოგვინახეს” , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დედა სწორედ გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ დიციდან არის წარმოშობით, ამავე სოფლიდან არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილიც, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორში  “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაშია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.