ახალი ამბები

“დავასუფთაოთ მსოფლიო”- გორში დასუფთავების აქცია მოეწყო 

საერთაშორისო კამპანიის „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში გორში დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიება საჯარო მოხელეების ჩართულობით ჭალის დასახლებაში მოეწყო – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა.

კამპანიაში მსოფლიოს 130 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

მიმდინარე წლის კამპანიის გზავნილია – „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო.“

საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ორგანიზებით „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ -ს ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.