ახალი ამბები

ცხინვალში, ქართული ეკლესიის ნანგრევებზე მშენებლობა მიმდინარეობს

ცხინვალში ქართული სალოცავების ადგილას მშენებლობა მიმდინარეობს, ფაქტის ამსახველ ფოტო მასალას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოები ტარდება სოფელ დგვრისში იმ ადგილას, სადაც წმ. გიორგის სახელობის ეკლესია იყო. ადგილობრივებისთვის ჯერჯერობით უცნობია რა დატვირთვა ექნება იმ შენობას, რომელიც ცხინვალში სალოცავის ადგილს დაიკავებს.

“სოფელი დგვრისი ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, რკინიგზის სადგურიდან მდინარე დიდ ლიახვზე მიმავალ გზის მარცხენა მხარეს, თამარაშენამდე მდებარეობდა. ის უკვე ცხინვალს შეერწყა. დგვრისი გაშენებული იყო თითქმის კილომეტრნახევრის სიგრძეზე, სოფლის მოსახლეობას ჰქონდა ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი მინდვრები მუხნარის ტყით. დგვრისში ციხეც ყოფილა, კოშკიც და საყდარიც, პატარა ეკლესიაც მთავარანგელოზის სახელობისა, ჩრდილოეთით კი, სოფელ თამარაშენისკენ, მაჩაბლების აგებული წმინდა გიორგის წითელი ეკლესია იყო, რომელიც ახლა დანგრეულია და მის ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობა”,- უთხრა რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დატოვეთ კომენტარი