ახალი ამბები

“ქსნის ხეობის ისტორია”-წიგნი რომელიც პატრიარქის კურთხევით გამოიცა

გორის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ახლოურმა ,საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კურთხევით ქსნის ხეობაზე წიგნი გამოსცა.

ნაშრომში ასახულია სოფლის წარსული, ძეგლები, ეკლესია მონასტრები, რელიგიური და ეთნოგრაფიული ყოფა. როგოც წიგნის ავტორი დავით ახლოური ამბობს, ნაშრომში ყურადღება ეთმობა იმ მძიმე შედეგებს, რაც აგვისტოს ომმა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლებს მოუტანა.

“ჩემს მეგობარ ჩოხოსნებთან საუბრისას, სურვილი გაჩნდა გამოსაცემი ნაშრომი პატრიარქს დაელოცა.სარეცენზიოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტს ვაახლე, როგორც ჩანს, მოიწონეს.ლომისობა დღეს მაცნობეს საპატრიარქოდან – უწმინდესმა თქვენი წიგნი დალოცაო.ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ნაშრომის კურთხევა, ეს ჩემი ხეობის კურთხევაც იყო, მათი საფლავების კურთხევა, ჩვენს დაბრუნებას რომ ყოველდღე ელიან”, – ამბობს დავით ახლოური

დავით ახლოურის თქმით აღნიშნული წიგნი რამოდენიმე ტომად გამოიცემა, მომდევნო ტომები მიეძღვნება ყოფილი ქსნის საერისთავოს სოფლების დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ვითარებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.