ადამიანები

“ძიუდო მხოლოდ ბიჭების სპორტი არ არის”- ეთერ ასკილაშვილის ისტორია

18 წლის ეთერ ასკილაშვილი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს სკოლის აღსაზრდელია.

ვარჯიში 5 წლის წინ დაიწყო. როგორც ის ამბობს, მისი სპორტული კარიერა ძმას უკავშირდება.

“ჩემი ძმა ვარჯიშობდა ძიუდოზე მომწონდა ეს სპორტი ამიტომ გადავწყვიტე მასთან ერთად დამეწყო ვარჯიში. ვარ საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი , შიდა ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი ასევე ანტალიის ევროპის თასის ჩემპიონი”.

ეთერი ერთადერთი გოგო იყო გორიდან, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ლუქსენბურგში მონაწილეობა მიიღო. გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ როგორც თავად ამბობს დანებებას არ აპირებს.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, ძალიან მოტივირებული ვიყავი, ემოციური ფონიც საკმაოდ დიდი იყო რადგან პირველად ვიასპარეზე ევრიპაზე. მინდოდა გამარჯვება, მაგრამ ტრამვებმა თავისი ქნა და სამწუხაროდ მედლის გარეშე დავრჩი. სპორტში იქამდე ვიქნები ჩემს ჩემს მიზანს არ მივაღწევ, ეს არის ძიუდოს უმაღლესი საფეხური ოლიმპიადა, რა თქმა უნდა ოქროს მედალი”.

ასკილაშვილი დღის განავლობაში 5-6 საათს ვარჯიშობს.

“ჩემი სპორტული ინეტესის მიმართ ხალხს სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ, ზოგს უკვირს, რომ გოგო ამ სპორტით ვარ დაინტერესებული, ზოგსაც მოწონს. ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა რეაქცია არ მაქვს. ძიუდო მხოლოდ ბიჭების სპორტი არ არის, ამას ჩემი მიღწევებით დავამტკიცებ. ჩემი ოჯახი ყველანაირად გვერდში მიდგას რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეში მინიმუმ 2-ჯერ ვარჯიშობ, 5 – 6 საათი, თავისუფალ დროს მძინავს”, – თქვა ასკილაშვილმა

ეთერ ასკილაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას მომავალი წლიდან გეგმავს. სურს, რომ სპორტულ ცხოვრებასთან ერთად მოდის დიზაინი შეისწავლოს.

დატოვეთ კომენტარი