ახალი ამბები

“ჩვენ მშვიდობა გვინდა”- აძვში მშვიდობის დღესთან დაკავშირებით თეთრი ბუშტები გაუშვეს 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, მშვიდობის დღესთან დაკავშირებით ოკუპირებულ მხარეს თეთრი ბუშტები გაუშვეს წარწერით “ჩვენ მშვიდობა გვინდა”.

“21 სექტემბერს კიდევ ერთხელ ვუფიქრდებით და ვაანალიზებთ მშვიდობის ფასს. ყველაზე მნიშვნელოვანია ახალმა თაობამ მომავალში აღარ ნახოს ის საშინელი დღეები, რაც ვნახეთ 2008 წელს. სწორედ, მოზარდებთან ერთად მივედით აძვში დღეს, საოკუპაციო ხაზთან და გავუშვით ბუშტები.  “ჩვენ მშვიდობა გვინდა” ამ ლოზუნგით შევეცადეთ ხმა მიგვეწვდინა ოკუპორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალი თაობისთვის, რომ ომი არავის სურს და მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამბობს აძვში მცხოვრები მერი კორინთელი.

აქციის ორგანიზატორი “ქართული მედია ჯგუფია”, რომელიც აღნიშნულ აქტივობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვადასხვა სოფელში ახორციელებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.