ახალი ამბები

“ანტი-ლიბერალური პოპულიზმი, მემარჯვენე რადიკალიზაცია”-ხელოვნების სახლში ლექცია გაიმართება

გორში ხელოვნების სახლში 25 სექტემბერს საჯარო ლექცია გაიმართება.

“ანტი-ლიბერალური პოპულიზმი, მემარჯვენე რადიკალიზაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა”, – ეს იქნება თემა, რომელსაც ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაუძღვებიან.

საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებულები, ან უნდა იქონიონ PCR ტესტის  ნეგატიურ პასუხი.

“უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ლექციაზე დასწრება შეეძლებათ მსურველებს, რომლებიც ორჯერ არიან ვაქცინირებული, წარმოადგენენ უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის  ნეგატიურ პასუხს ან უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს”,– ამბობს ხელოვნების სახლის ადმინისტრაცია

საჯარო ლექცია 25 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება

ფოტო:ხელოვნების სახლი / Art House

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.