ახალი ამბები

რას ჰპირდება ატენი-ხიდისთავი-ქვახვრელის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას

პარტია “საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატმა შმაგი ხუბულურმა სამოქმედო გეგმა დაანონსა.

გამარჯვების შემთხვევაში ხუბულური ამბობს, რომ იზრუნებს ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებაზე.


“ჩემი სამაჟორიტარო პერიოდში ოლქის ეკონომიკური განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეკონომიკის განვითარების გარეშე სხვა რიგი საკითხების და პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი შემოსავლების მინიმუმ გასამმაგება”, –  ამბობს შმაგი ხუბულური

ხუბულური ფიქრობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტები მუნიციპალურ ბალანსზე უნდა გადმოვიდეს და შემოსული თანხით ადგილობრივი ბიუჯეტი შეივსოს.

“მოგეხსენებათ დღეს ერთადერთი ტურისტული წერტილია უფლისციხის ნაკრძალი. ამ ტურისტული მარშრუტიდან ამოვარდნილია ატენის ხეობა პირველ რიგში უგზოობის გამო. ფაქტიურად მუნიციპალიტეტი არანაირ შემოსავალს არ იღებს ამ დარგიდან, ვინაიდან აღნიშნული ნაკრძალიც ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა და შემოსავლებიც იქ მიდის. სწორედ ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტების გადმოცემა მუნიციპალიტეტის ბალანსზე. ეს ხელს შეუწყობს ეფექტურად მართვას და შემოსავლების ზრდას ადგილობრივ დონეზე”, – ამბობს ხუბულური

იხილეთ ტურისტული ადგილების ჩამონათვალი, რომელის განვითარებაზეც საუბრობს კანდიდატი:

ვერისციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა და ვერისციხის რეაბილიტაცია;

ატენის ციხესთან ასასვლელი კიბის მოწყობა და ატენისციხის რეაბილიტაცია;

წედისისციხესთან მისასვლელი გზის და წედისისციხის რეაბილიტაცია;

სოფელ ქვახვრელში გამოქვაბულების კომპლექსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ხიდისთავში ტურისტული ცენტრის მოწყობა;

სოფელ ხიდისთავში პოეტ ნიკო სამადაშვილის სახლმუზეუმის მოწყობა;

ბიისში ბარნეოლოგიური კურორტის მოწყობა;

ჯოჯოხეთას ეკლესიის აღდგენა;

ბიისის ჩანჩქერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

საკემპინგე სივრცეების მოწყიბა ბოშურსა და ოლოზში;

ტამის ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

ხიდისთავში ტურისტული ბაზრის მოწყობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.