ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში ვაკანსიაა

გორის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში ვაკანსიაა. ამის შესახებ, ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ახალდაბის საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაა ვაკანტური. სამოქალაქო განათლების პედაგოგის ვაკანსიაა რეხის სკოლაში, ხოლო მათემატიკის მასწავლებლის ადგილი ვაკანტურია ბოშურის საჯარო სკოლაში.

გარდა ამისა, სკოლის ექიმის ვაკანსია აქვს გამოცხადებული ზერტის სკოლას.

აღნიშნული ვაკანსიების შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://teacherjobs.ge

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.