ახალი ამბები

გორში, ტრანსპორტის სააგენტო ავტობუსების მოძრაობას Live რეჟიმში აკონტროლებს

მგზავრთა საინფორმაციო სისტემის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ავტობუსების მოძრაობის LIVE კონტროლის მექანიზმი აამოქმედა, მუნიციპალურ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს, იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ გორში მგზავრთა ინფორმირებასა და უსაფრთხოებას.

“Live კონტროლის სისტემის საშუალებით, მონიტორინგს ვახორციელებთ, დადიან თუ არა ავტობუსები განრიგის მიხედვით და დროულად მიდიან თუ არა გაჩერებებზე. რაც შეეხება საინფორმაციო დაფებს, როგორც იცით, აქ განთავსებულია ინფორმაცია, რა ნომერი ავტობუსი რომელ საათზე მივა კონკრეტულ გაჩერებაზე”, – აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი