ახალი ამბები

EL-KO – საკონდიტრო კურსები გორში



EL-KO – ესაა 50 წლის ქალის მიერ გახსნილი საკონდიტრო, რომელიც სხვადასხვა ტკბილეულთან ერთად, მოქალაქეებს საკონდიტრო კურსებსაც სთავაზობს.

ეკა ჯალაღანიამ დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება პანდემიის პერიოდში შეძლო. მან საკონდიტრო გორში, „გორი მოლის“ შენობაში გახსნა.


„2004 წლიდან ვარ ჩართული ამ სფეროში. ვარ სერტიფიცირებული კონდიტერი, პრაქტიკა გავიარე სტამბოლში, საკონდიტრო ქარხანა “puratos”-ის ბაზაზე. ბოლოს ავიხდინე ჩემი ნატვრა და გავხსენი საკონდიტრო კურსები”, – გვიყვება ეკა.


მისი კურსებით დღითიდღე მეტი ადამიანი ინტერესდება. როგორც ეკა ამბობს, მისი კურსდამთავრებულები სხვადასხვა საკონდიტროებში უწყებენ მუშაობას.


„უამრავი მსურველია, რომ შეისწავლოს ტრადიციული და თანამედროვე ტორტების და ნამცხვრების ცხობა. მიხარია, რომ ისინი წარმატებით დასაქმდნენ სხვადასხა საკონდიტრიებში”.


ეკას სამომავლოდ საკონდიტრო კუსების კონკურსებში სურს მონაწილეობა .


„ყველაზე მთავრი და მიმზიდველი სწავლების საფასურია, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა. სწავლება მიმდინარეობს ყველანაირი რეგულაციების დაცვით”.


სასწავლო კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატიც. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 597 02 11 13

დატოვეთ კომენტარი
ტეგები