ახალი ამბები

“გოლდენ გორის” წევრი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრიზე მეჰდიევთან დამარცხდა

ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ წევრი ლუკააისურაძე ზაგრების გრან პრიზე ფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლუკა, ტურნირზე ახალი წონით 90 კგ-ში გამოდიოდა. ფინალამდე მან სამი მეტოქე დაამარცხა, იტალიელი ჯენარო პირელი, იესპერ სმინკი ნიდერლანდები, ხოლო ნახევარფინალში გასულმა უკრაინელ მებრძლოლს სტანისლავ გულნჩენკოს სძლია. 

მაისურაძისთვის ეს პირველი ვერცხლის მედალია გრან პრის რანგის შეჯიბრებაზე, ამის გარდა ლუკას გრან პრიებზე 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს აღებული.

მაისურაძეს არის კონტინენტის ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებსა და 23 წლამდელებში, აგრეთვე ბრინჯაოს მედლების მფლობელი დიდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის თამაშებზე. გარდა ამისა, ლუკა, ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია მსოფლიოს ჩემპიონატებზე ახალგაზრდებსა და დიდებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.