ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ლიდერები გორში შტაბის წევრებს და მერობის კანდიდატს შეხვდნენ

“ქართული ოცნების“ ლიდერები გორის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. გორში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის რეგიონის დანარცენი 3 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, მათ შორის მერობის კანდიდატები და საარჩევნო სიის წრმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაში მონაწილეობა მიირო ასევე მხარის გუბერნატორმა, ვალიერიან მჭედლიძე.

“დავასრულეთ შეხვედრები რეგიონებში, შევხვდით შტაბის უფროსებს, მერობის კანდიდატებს და განვიხილეთ სამზადისი არჩევნებამდე, როგორ უნდა წარიმართოს აგიტაცია ამ ერთი კვირის განმავლობაში და როგორ უნდა წარიმართოს საარჩევნო პროცედურები არჩევნების დღეს. რეგიონში არის ძალიან კარგი ვითარება, დარწმუნებული ვარ ამ რეგიონშიც ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებაში“, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.