ახალი ამბები

ხინჩეგაშვილი საარჩევნო პროგრამას ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით წარადგენს

“ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საარჩევნო პროგრამას ფეისბუქის პირდაპირი ეთერის მეშვეობით წარადგენს.

პირდაპირი ეთერი ხინჩეგაშვილის ოფიციალური გვერდიდან, 27 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი აცხადებდა, რომ კანდიდატი გადაცემებში იქამდე არ მივიდოდა, სანამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია არ მოხდებოდა.

დატოვეთ კომენტარი