ახალი ამბები

გორის ჯანდაცვის ცენტრმა 3 თვეში​ ფაიზერის 22518 დოზა რაიონებში გახარჯა

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 1 ივნისისან 1 სექტემბრამდე რაიონებში ფაიზერის 22518 დოზა ვაქცინა გახარჯა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამთვიან ანგარიშში აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში ხუთ ლოკაციაზე მიმდინარეობდა მოსახლეობის ვაქცინაცია. 

“პანდემიის გამო რაიონებშიც დაიწყო ვაქცინაცია, ოთხივე ვაქცინით. დასაწყისში ჩაერთო ორი სამედიცინო დაწესებულება. ამჟამად უკვე ხუთ ლოკაციაზეა შესაძლებელი covid 19 აცრები. სულ სამედიცინო დაწესებულებებს მიეწოდათ ასტრაზენეკას 3620 დოზა, ფაიზერის 22518, სინოფარმის 9263, ხოლო სინოვაკის 2360 დოზა ვაქცინა”, – წერია ანგარიშში

რაიონებში ვაქცინაცია ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.