ახალი ამბები

ხინჩეგაშვილი: საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის

“საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის” , – ამის შესახებ, გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, ვინაიდან პირველი საჯარო პრეზენტაცია იყო, ცოტა ვღელავდი, საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ამ გამოწვევებს ცხადია არ ვუშინდები და ნამდვილად ვიცი, რომ შემდგომში უკეთესი იქნება” , – აღნიშნული ტექსტი ხინჩეგაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა რამდენიმე საათში ტექსტის ეს ნაწილი გვერდიდან წაშალეს.

ტექსტის თავდაპირველი ვერსია პოსტის რედაქტირების ისტორიაშია ხელმისაწვდომი
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.