ახალი ამბები

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში სკვერი მოეწყობა 

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში სკვერი მოეწყობა.

სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92 560 ლარი გაითვალისწინა. 

აღნიშნულ დასახლებაში პროექტის მიხედვით, სკვერთან ერთად მოეწყობა კალათბურთის მოედანიც. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები