ახალი ამბები

დევნილმა ბავშვებმა არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები ყვარელში გაემგზავრნენ. მოზარდებმა არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. ორგანიზატორთა განმარტებით მათი ჩართულობით სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები მოეწყობა. 5 დღის განმავლობაში დევნილი ბავშვები ბანაკში იქნებიან.

“ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.მათ შორის ჩაერთვებიან 5 დღიან ექსპედიციაში სოფელ ყვარელში (ბანაკში). ექსპედიცია განლაგებულია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ბაზაზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე,”-განმარტავენ ორგანიზატორები.

დატოვეთ კომენტარი