ახალი ამბები

TV Pirveli-ს ინფორმაციით, სუს-ის მაღალჩინოსანმა შიდა ქართლის გუბერნატორი სცემა

ტვ პირველის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შიდა ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ოთარ ნონიკაშვილსა და შიდა ქართლის გუბერნატორ ვალერიან მჭედლიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება საარჩევნო სიებს უკავშირდებოდა.

“ნონიკაშვილს სურდა, რომ საკუთარი ახლობლებით დაეკომპლექტებინა საარჩევნო სიები, ასევე ადგილობრივ დონეზე გავლენა სურდა მჭედლიძესაც. სწორედ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ ის სიები წარადგინა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიწერა” , – ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.