ახალი ამბები

გორის სოფლებში გადაადგილების უფლება არ ექნება ავტობუსს, რომელშიც კონდიცირება არ იქნება

გორის მერიის გადაწყვეტილებით, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად, აუცილებელია ავტობუსებს და მიკროავტობუსებს ჰქონდეთ კონდიცირების,გათბობის ან /და ვენტილიაციის გამართული სისტემები; წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები გადაადგილების უფლებას ვერ მიიღებენ.

ამის შესახებ, ინფორმაცია დადგენილების პროექტში წერია, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა დასამტკიცებლად. გარდა ამისა, მერიას აქვს სხვა მოთხოვნებიც:

“1995 წლამდე გამოშვებულ M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა, ასევე ნებართვა არ გაიცემა ავტობუსზე , რომელსაც ექნება ძარაზე მექანიკური დაზიანება ან /და კოროზია” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მძღოლი ვალდებულია ავტობუსს გააჩნდეს პერიოდული ტექნიკური დათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.