ახალი ამბები

დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელის წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. დამონტაჯდება ინდივიდუალური მრიცხველები.

სამუშაოებზე 530 500 ლარი დაიხარჯება. პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“სასმელი წყლის სისტემის გაუმართაობის გამო, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, რომელიც გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება, 50 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა დიცის გარდა, უფლისციხესა და შინდისის ერთ უბანშიც მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.