ახალი ამბები

11 წლის ნიქოზელი ბიჭი კლდეზე ცოცვაში საქართველოს 3-გზის ჩემპიონია

მათე თედეევი, 11 წლის არის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ცხოვრობს და საქართველოს 3-გზის ჩემპიონია კლდეზე ცოცვაში. მან ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემაში “პატარების დიდი შოუ” მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის სპორტულ ცხოვრებაზე ისაუბრა.

“ნიქოზში სხვა სპორტული წრეები არ იყო და მივედი კლდეზე ცოცვაზე, ძალიან მომეწონა, შემდეგ მქონდა საშუალება სხვა სპორტზეც გადავსულიყავი, თუმცა მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც ძალიან მაინტერესებდა” , – ამბობს მათე.

გადაცემაში ისაუბრა მათეს მწრთვნელმაც ლაზარე კომახიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მათე მისი ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია. მან გამოთქვა სურვილი, რომ ნიქოზში მეკლდეურთათვის სავარჯიშოდ ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ზამთრის სეზონზეც ჰქონდეთ სპორტსმენებს ვარჯიშის საშუალება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.