ახალი ამბები

ISFED: გორის 103-ე საარჩევნო უბანთან დარღვევა დაფიქსირდა  



ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” გორის 103-ე საარჩევნო უბანთან დარღვევა დააფიქსირა.

კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენელმა საარჩევნო უბანთან გამოკრული  “ქართული ოცნების” კადიტატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სააგიტაციო მასალა გაასაჩივრა. 

“სააგიტაციო მასალა, კერძოდ, პარტიის “ქართული ოცნების”  კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პლაკატი განთავსებულია საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე, საარჩევნო უბნის მოპირდაპირედ. აღნიშნული დარღვევა დასტურდება შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალით”, – ნათქვამია მარიამ მანველიშვილის საჩივარში. 

“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა აღნიშნული საჩივრით, გორის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. 

დატოვეთ კომენტარი