ახალი ამბები

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 

გორი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი ადამიანი. 

როგორც ცნობილია მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები, მიმდინარეობს გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.