ახალი ამბები

სოფელ ლევიტანაში ყველაზე მეტი ხმა ლადო ხინჩეგაშვილმა მიიღო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანაში ყველაზე მეტი ხმა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლადო ხინჩეგაშვილმა მიიღო.

37-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი 166-მა ადამიანმა გააკეთა. მათგან 106-მა მხარი ლადო ხინჩეგაშვილს დაუჭირა.

რაც შეეხება ენმ-ის კანდიდატს, ვასილ მახარაშვილმა 46 ხმა მიიღო.

ამ უბანზე, პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატს 4 ხმა, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატს 0 ხმა აქვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.