ახალი ამბები

რესურსცენტრი: გორის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა 65% ვაქცინირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგთა დაახლოებით 65%-ს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიღებული. ამის შესახებ, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდა.

“იმ სკოლებში, რომლებშიც საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, ჩატარდა დეზინფექცია. გვყავს ონლაინკლასებში დარეგისტრირებული მოსწავლეებიც, რომელთაც სურვილი გამოთქვეს დისტანციურ სწავლებაზე” , – აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 1 765 პირველკლასელი მივიდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.