ახალი ამბები

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ხურვალეთში ვალია ვანიშვილს პროდუქტი მიუტანა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა დღეს ხურვალეთში იმყოფებოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები გარდაცვლილი დათა ვანიშვილის მეუღლეს, ვალია ვანიშვილს შეხვდნენ და პროდუქტი გადასცეს. მოძრაობის წევრები მავთულხლართების მიღმა მცხოვრები ქალის საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდნენ და დახმარებას სამომავლოდაც დაპირდნენ.

“ვალია ბებოს პროდუქტი მივუტანეთ. მარტოა დარჩენილი. შვილიშვილსაც არ უშვებენ რომ მიეხმაროს. დენი აქვს. შეშა ჩვენ მივუტანეთ ერთი კვირის წინ. როგორც თვითონ თქვა წნევები აწუხებს. დათა პაპას დაბარებულს შევასრულებ და ბოლომდე აქ ვიქნებიო. ქართველების იმედი მაქვსო, ასე გვითხრა”, – აღნიშნა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, ირაკლი კარიჭაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.