ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში მდინარიდან გამორიყული გვამი იდენტიფიცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდინარიდან გამორიყული გვამი იდენტიფიცირებულია.

არსებული ინფორმაციით, ის უცხოელი ტურისტი, 30 წლის ტომას კენედია. ​პირველადი ინფორმაციით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.