ახალი ამბები

პარტიის “საქართველოსთვის” მოთხოვნით, გორში 6 უბნის შედეგები ხელახლა დაითვალეს

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა პარტიის “საქართველოსთვის” საჩივრები და 6 უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალა.

პარტიის წარმომადგენლის მამუკა ფანიაშვილის განმარტებით, ხელახლა დათვლის შედეგად, უმნიშვნელო მეტობები აღმოჩნდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

“ძირითადი გაყალბება მოხდა გარეთ “სომხური კარუსელის” სახით, ამიტომ ამას უბნების გადათვლა არ უშველის. თითქმის ყველა უბანს აკლია ბიულეტენი ოქმში, რაც ნათლად მოწმობს რომ ბიულეტენები გაიტანეს უბნებიდან” , – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.