ახალი ამბები

სასწავლო წლის დაწყებიდან ერთ კვირაში, დისტანციურ რეჟიმზე 13 კლასი გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტის 6 სკოლის 13 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟჯიმზე გადავიდა. მიზეზი ინფიცირების შემთხვევებია, კორონავირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ. covid-19 აღმოჩნდა 3 პედაგოგსაც, რომლებიც ასევე დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

“6 სკოლაში გვყავს 13 კლასი დისტანციურ რეჟიმზე მოსწავლეებში დადასტურებული კოვიდინფექციის გამო. მე-3 სკოლაშია სამი კლასი, მე-7 სკოლაში – 1 კლასი, მე-12 – ში – 1, კარალეთის პირველ სკოლაში – 3 კლასი. მეჯვრისხევში – 3 , მე-10 სკოლაშიც 1 კლასი. კლასები ყველა მოსწავლის გამოა გადასული დისტანციურ რეჟიმზე. მასწავლებლის შემთხვევა გვაქვს სამი და სამივე შემთხვევაში მხოლოდ მასწავლებელია დისტანციურზე”, – აცხადებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდა. მანამდე კი 2 კვირის განმავლობაში, (გარდა პირველი კლასებისა) სწავლა ონალინ ფორმატით მიმდინარეობდა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.