ახალი ამბები

შავშვებთან მომხდარი ავარიისას დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

გორთან, სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 2 პაციენტი “გორმედის” კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

“გორმედის” ქსელის კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ორივეს მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ორივე იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და იქ აგრძელებენ მკურნალობას. ორივე შემოვიდა საკმაოდ მძიმე დაზიანებებით, ეს იყო ინტრაპრანიალური ტრავმა, გულმკერდის ტრავმა, ფილტვის დაზიანება. დასჭირდათ ქირურგიული ოპერაციები, ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დროულად მოხერხდა ყველა პროცედურის ჩატარება” , – განაცხადა შრუბმა.

აღნიშნულ ავარიას ემსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე, ადგილზე გარდაიცვალა 18 წლის ბიჭი, კლინიკაში გადაყვანილი 3 პირიდან, ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, დანარჩენი 2 კი, კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.