ანალიტიკა / გამოძიება

“ოცნების” მმართველობისას, თავზარაშვილმა ბიუჯეტიდან 247 522 ლარი მიიღო

გორის მერის თანამდებობრივი სარგო 4 წელში, 124 522 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა კონსტანტინე თავზარაშვილმა 2017-2021 წლებში ბიუჯეტიდან, ხელფასის სახით მიიღო. თავზარაშვილის ანაზღაურება ამ თანამდებობაზე, თვეში ოფიციალურად 2560 ლარი შეადგინა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მერმა (ნოემბერი, დეკემბერი) – 7202 ლარი მიიღო, 2018 წ. – 30280 ლარი, 2019 წელს კი – 30720 ლარი. თუ ამავე თანხას ვივარაუდებთ 2020-2021 წლებში გაცემულ ხელფასშიც (ამ პერიოდის დეკლარაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა) გამოდის, რომ საშუალოდ თავზარაშვილს მერობის პერიოდში 4 წლის განმავლობაში საშუალოდ, 124 522 ლარი ექნება მიღებული.

2017 წლამდე, ვიდრე გორში ორი მუნიციპალიტეტი (ქალაქი და თემი) არსებობდა, თავზარაშვილი თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისმა თანამდებობრივმა სარგომ 122 644 ლარი შეადგინა.

  • 2014 წ. -15 900 ლარი
  • 2015 წ. – 41075 ლარი
  • 2016 წ. – 36 305 ლარი
  • 2017 წ. – 29 364 ლარი

ჯამში, თავზარაშვილმა ბიუჯეტიდან ხელფასის სახით, 247 522 ლარი მიიღო იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კი ხელმძღვანელობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად შეიცვალა. სწორედ ამ პერიოდიდან იკავებს კონსტანტინე თავზარაშვილი ჯერ საკრებულოს თავმდჯდომარის, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობებს.

უფრო ადრე, 2002-2004 წლებში კონსტანტინე თავზარაშვილი ქალაქ გორის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი 2004-2006 წლებში, გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.