გორში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა პირი, რომელიც მანქანით ნასვამი გადაადგილდებოდა და ქალაქში ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა.
“ნასვამი ა.ზ გორში მოძრაობდა ავტომანქანით; იგი ქმნიდა ავარიულ სიტუაციებს, რა დროსაც არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის მოთხოვნას, შეეწყვიტა ამგვარი ქმედება (მოწოდება განხორციელდა პოლიციის რუპორით); პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა” , – ირკვევა საქმის მასალებიდან.
საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა და დაკავებული სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შემდეგ გაათავისუფლა, რადგან როგორც საქმის მასალებში წერია მან “აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა და ითხოვა პატიება”.