ახალი ამბები

პარიზის გრან სლემზე “გოლდენ გორის” 2 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას

16 -17 ოქტომბერს ძიუდოში პარიზის გრან სლემი გაიმართება, სადაც  “გოლდენ გორის” ორი სპორტსმენი, ვაჟა მარგველაშვილი და ლუკა მაისურაძე მიიღებს მონაწილეობას.

ვაჟა მარგველაშვილი -73კგ წონით კატეგორიაში ოფიციალურ შეჯიბრებაზე პირველად იასპარეზებს. როგორც ცნობილია, მან წონითი კატეგორია დროებით შეიცვალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ -66კგ-ში გამოვა.

შეჯიბრში მონაწილეობას 48 ქვეყნის 293 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრები პარიზის გრან სლემზე მხოლოდ ხუთი ძიუდოისტით წარსდგება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.