ახალი ამბები

“თავისუფლება მიშას” – თბილისში დაგეგმილ აქციას გორელებიც შეუერთდებიან

თბილისში, 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას გორელებიც შეუერთდებიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ენმ-ს წევრის ანი ბალიაშვილის, თქმით გორიდან ავტოლკოლონა 3 საათისკენ დაიძვრება.

“გავდივართ 3 საათისთვის. უკვე ვიკრიბებით, მშვიდობიან აქციაზე წამოსასვლელად მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გველოდებიან, არიან პარტიის ოფისთანაც. რამდენიმე ათასი ადამიანია მობილიზებული ჩვენი რეგიონიდან. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – ამბობს ბალიაშვილი

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.