ახალი ამბები

უფლისციხეში ტურისტებისთვის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ტურისტული გამოფენა-გაყიდვაგაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხატვრები, საოჯახო სასტუმროების, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები. ადგილობრივებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ტურისტებსა და სტუმრობს აცნობდნენ.

სტუმრების განწყობაზე ანსამბლმა „ფორტემ“, ვოკალურ-საესტრადო სტუდია “მზემ” და “იმედმა” იზრუნეს. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციული ხასიათისაა და ყოველწლიურად იმართება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.

„ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილობრივი ხელოვანი ადამიანებისთვის, ასევე მარნებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებისთვის, რადგან ტურისტები აქ ეცნობიან მათ საქმიანობას, მათთვის საჭირო ადგილებს და ეს კი თავის მხრივ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას ნიშნავს იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და პანდემიის დამარცხების შემდეგ, კიდევ უფრო გრანდიოზული გამოფენები მოეწყობა.“ – აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ, ეს მისი საჯაროდ გამოჩენის პირველი შემთხვევაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.