ახალი ამბები

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მესამე პაციენტიც გარდაიცვალა

9 ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. გიორგი მურადაშვილი შემთხვევის ადგილიდან “გორმედში” იყო გადაყვანილი, თუმცა როგორც სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში განმარტავენ, ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი მურადაშვილის ოჯახმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გორიდან ის გადაეყვანათ თბილისში, კლინიკაში “ჯერარსი”. ამის თაობაზე თავად განაცხადეს, ასევე ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. რეანომობილიც თავადვე იქირავეს და გადაიყვანეს თბილისში, თუმცა პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა”, – აცხადებენ “გორმედში”.

ინფორმაციისთვის, ავარიის შედეგად მანამდე 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი კი მკურნალობას “გორმედში” აგრძელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.