ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი სტუმრობდა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი სტუმრობდა.

შეხვედრას რომელზეც საუბარი ჯვრის მონასტრის ისტორიას და საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს ეხებოდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მeუფე ანდრია, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, ლაშა ჟვანია და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

“შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, საქართველო-ისრაელის საუკუნოვანი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობა”, – ამბობს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

დელეგაციას გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა უმასპინძლეს.

დატოვეთ კომენტარი