ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა 4 ვაკანსიაა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა 4 ვაკანსიაა გამოცხადებული.

გორის N7 სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის ადგილია ვაკანტური, N12 სკოლაში კი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის პოზიციაა ვაკანტური.

გარდა ამისა, 2 ვაკანსიაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლაში – მუსიკის და სახვითი ხელოვნების პედაგოგის ადგილია ვაკანტური.

როგორც ცნობილია, მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.