ახალი ამბები

წმინდაწყლის დასახლებაში ავარია მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. თვითმხილველების ინფორმაციით, წმინდაწყლის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა სავარაუდოდ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდებიან. მომხდარის დეტალებს სამართალდამცავები ადგენენ.

დატოვეთ კომენტარი