ახალი ამბები

გორში მამაკაცი სცემეს 

გორში, 30 წლამდე მამაკაცი სცემეს. შემთხვევა ფარნავაზის ქუჩაზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად 6 ახალგაზრდა დაუპირისპირდა. 

დაშავებული კლინაში “გორმედი” გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

“ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი კონტაქტურია და სხეულზე აღენიშნება დაჟეჟილობები”, -განაცხადეს კლინიკაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები