ახალი ამბები

ნიკო ლომოურის მუზეუმში წიგნის “მიწის სუნი“ პრეზენტაცია გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში წიგნის, “მიწის სუნი“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი მომზადდა ქართველი და ოსი ავტორების თანამშრომლობით და აერთიანებს კონფლიქტის ორივე მხარეს ჩაწერილ ასამდე ზეპირ ისტორიას 

​​წიგნი გამოიცა შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ჟურნალ ინდიგოს მიერ განხორციელებული პროექტის “მეხსიერების გაცოცხლება“ ფარგლებში,

პრეზენტაცია 23 ოქტომბერს 15 საათზე გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.