ახალი ამბები

გარდაცვლილი ტურისტის პატივსაცემად მტკვართან, კონცერტის გამართვა იგეგმება

ბრიტანელი ტურისტის ხსოვნის პატივსაცემად გორში კონცერტის გამართვა იგეგმება. იდეა გორელ ხელოვანებს ეკუთვნით, რომლებიც მომხდარის გამო შეშფოთებულები არიან. მანამდე კი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეთერ სადაღაშვილი ადგილობრივ მუსიკოსებს საკუთარი შემოქმედების გადაღებას და სოციალურ ქსელში გავრცელებას სთხოვს, რაც მისი აზრით, აქციის სახეს მიიღებს და მათი მხრიდან მომხდარის გამო მწუხარებას გამოხატავს.

“გორელ მუსიკოსებს მოვუწოდე, ბრიტანელი ახალგაზრდა მუსიკოსის, ტომ კენედის მკვლელობას გამოხმაურებოდნენ და სოლიდარობის და მწუხარების ნიშნად ჩაეწერათ რაიმე კომპოზიცია. ერთ-ერთმა მათგანმა, ჩვენმა ცნობილმა და საამაყო კომპოზიტორმა, მაყვალა ხორბალაძემ გადმომიგზავნა ულამაზესი, სევდიანი კომპოზიცია, საკუთარი შესრულებით. ყველა თავის ვიდეოს განათავსებს სოციალურ ქსელში. კიდევ არის იდეა, სადაც გამორიყა მტკვარმა ცხედარი, უფლისციხის ხიდთან, იქ ჩატარდეს კონცერტი”, – ამბობს ეთერ სადაღაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.