ახალი ამბები

სკრის საჯარო სკოლა პროექტში “ციფრული სკოლა საქართველო” საუკეთესო ოცეულში მოხვდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა პროექტში “ციფრული სკოლა საქართველო”, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ოცეულში მოხვდა. სკოლის გუნდი პროექტის ფარგლებში 6-7 ნოემბერს, ბათუმის კონფერენციაზე წარსდგება განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციით. 

სკოლა აღნიშნულ პროექტში გასულ წელს ჩაერთო და მასში მონაწილეობას 6 კაციანი გუნდი იღებდა.

“მონაწილეებმა იზრუნეს მასწავლებელთა და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციის ამაღლებაზე, რისთვისაც აქტიურად გამოიყენეს ციფრული ინსტრუმენტები სწავლა -სწავლებისა და შეფასების პროცესში. სკოლის თანამშრომელთა 6 კაციანმა გუნდმა (ასმათ კურტანიძე, ანნა დათაშვილი, ლელა გოგინაშვილი, შორენა მშვიდობაძე, ეთერ ხეჩიკაშვილი, სალომე გოცაძე) აღნიშნული პროექტის ფარგლებში განახორციელა სასკოლო კვლევა, რომელშიც პედაგოგებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები და მშობლები. საბოლოოდ,  შეიქმნა ციფრული სტრატეგია, საკონკურსო ვიდეორგოლი და პოსტერი”, – ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, განხორციელებული აქტივობები განთავსებულია სკრის საჯარო სკოლის  ბლოგზე: ჩვენი ციფრული სკოლა. პროექტი განხორციელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით; მიზნად ისახავდა საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო ციფრული პრაქტიკის დანერგვით განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები