ახალი ამბები

გორის მე-8 სკოლა covid -19 -ის შემთხვევების გამო, მე-5 დან მე -12 კლასის ჩათვლით ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

გორის მე-8 საჯარო სკოლაში კორინავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, მე-5 დან მე-12 კლასის ჩათვლით სწავლების დისტაცნიურ რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება მოსწალეების ოჯახის წევრების ინფიცირებასთან არის დაკავშირებული და გორის ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ჯერჯერობით საჭირო არის სკოლის სრულად გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. 

“მაქსიმალურად რომ დავიცვათ ჩვენი მოსწავლეები, გორის ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 26 ოქტომბრიდან 8 ნობრამდე სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადადიან სკოლის V-XII კლასები. დაწყებითი I-IV კლასები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას. აქ არ დაფიქსირებულა შემთხვევები და იმედია, აქ მაინც შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას”, – ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სკოლის ინფორმაციით, 34 პედაგოგიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 27 მასწავლებელმა გაიკეთა, 4 მათგანს კი ვირუსი გადატანილი აქვს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.