ახალი ამბები

კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერის თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს

კონსტანტინე თავზარაშვილს მერის უფლებამოსილება დღეს უწყდება. თანამდებობას ის ოფიციალურად, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების პარალელურად დატოვებს და მის ადგილს ახლადარჩეული მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიკავებს. მერიაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, რაშიც თავზარაშვილი მიიღებს მონაწილეობას “იაკობობასთან” დაკავშირებით ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გვირგვინით ჩასვლა იქნება.

გასულ კვირას კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობდა, რომ წასაღები არაფერი აქვს და სამუსაო ოთახს თანამშრომლებთან დამშვიდობებით, მოკრაძალებულად დატოვებს.

კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა, მაშინ მან ხმების 54.9%  მოპოვა. საქმიანობას კი მერის რანგში ოფიციალურად, 14 ნოებრიდან შეუდგა.

მანამდე ის გორის თემში საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად კი “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად წარადგინა.

ჯერჯერობით უცნობია სად და რა მიმართულებით გააგრძელებს საქმიანობას, გორის უკვე ყოფილი მერი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.