ახალი ამბები

“შავი ზღვის თასის” ტურნირზე გორელმა კიკბოქსიორებმა 8 მედალი მოიპოვეს

აჭარაში გამართულ ტურნირზე “შავი ზღვის თასის” მოსაპოვებლად გორელმა კიკბოქსიორებმაც იასპარეზეს. შეჯიბრება ბათუმში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში გორის, ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლიდან 8 სპორტსმენი მონაწილეობდა. მწვრთნელის, არჩილ ჯეირანაშვილის ინფორმაციით, ტურნირში ჩართული იყო 30-ზე მეტი კლუბი საქართველოს 15 რეგიონიდან.

“პირველი ადგილები დაიკავეს: დავით ხუროშვილმა (32კგ) საბა ტერმაკოზაშვილი (45კგ) ლუკა თოფჩიშვილი (54კგ) ნიკა მთიულიშვილი (57კგ). მეორე ადგილი დაიკავეს: ვახტანგ ჭოჭელმა (35კგ) შოთიკო გიკაშვილმა (60კგ) ლუკა ყეინაშვილმა (63,5კგ) მესამე ადგილი კი ნიკოლოზ კოჩუაშვილს ერგო (32 კგ)”, – აღნიშნა არჩილ ჯეირანაშვილმა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.